Sunday, 1 March 2015

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ჭაბუკიანი თამარი
რაიონი
ცაგერის რაიონი
სკოლა
სოფ. ლაჯანის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ვიდავოთ თუ არა  მუსიკალურ გემოვნებაზე
თემის შინაარსი
სოციალური კვლევის საშუალებით მოსწავლეები დაადგენენ პოპულარულ მუსიკალურ ნაწარმოებს, პოპულარობის მიზეზებს. გამოვლენილ მელოდიას შეეცდებიან შეისწავლონ და გააანალიზონ.
საგანი
მუსიკა
დონე/კლასი  
II დონე.            IX კლასი.
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მუს.  IX. 2. მოსწავლეს  შეუძლია  სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:      
•              ასრულებს ორხმიან და სამხმიან  ქართულ  ხალხურ და სხვა ხალხთა სიმღერებს;
მუს.IX.5.  მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.•               ახასიათებს  მუსიკალურ ნაწარმოებს ფორმის, ჟანრის, სტილის და მუსიკალურ-გამომსახველობითი საშუალებების მიხედვით;•        ამოიცნობს მუსიკალურ ნაწარმოებებს მოსმენისას.მუს. IX. 4.  მოსწავლეს  შეუძლია სასწავლო  პროექტში მონაწილეობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•              განსაზღვრავს პროექტის მიზანს;
•              გეგმავს პროექტს და ანაწილებს ფუნქციებს;
•                          მოიძიებს თეორიულ მასალას, ქმნის რესურსს;მუს. IX.8.  მოსწავლეს  შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი  მხარეების დახასიათება.მუს.IX.9.  მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
·           ახასიათებს თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და მათ ზეგავლენას მუსიკალურ ხელოვნებაზე;
·          იკვლევს მუსიკის გავრცელების/გადაცემის საშუალებებს (მომღერალთა ოჯახები, მგალობელთა სკოლები... სანოტო დამწერლობის სხვადასხვა სისტემები, მაგალითად, ქართული ნევმური დამწერლობა...) სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში;


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები განსაზღვრავენ პროექტის მიზანს, დაგეგმავენ პროექტს და გაანაწილებენ ფუნქციებს,    მოსწავლეები შეასრულებენ  როგორც  სოლო, ისე ჯგუფურ სიმღერას. შეადარებენ სხვადასხვა შესრულებას ერთმანეთს.დაახასიათებენ თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და მათ ზეგავლენას მუსიკალურ ხელოვნებაზე. გამოიკვლევენ მუსიკის გავრცელების საშუალებებს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  1. რა არის თქვენთვის მუსიკა?
თემატური კითხვები
  1. რომელია თქვენი საყვარელი მუსიკალური ნაწარმოები?
შინაარსობრივი კითხვები
3.       რა იცით ამ მუსიკალური ნაწარმოების                       
3.      ხომ არ გვაქვს სურვილი გავიგოთ ჩვენი ახლობლების მუსიკალური გემოვნება?







4. რა იცით  ამ მუსიკალური ნაწარმოების შესახებ(ავტორი, შემსრულებელი                                        ჟანრი დ. ა. შ )?



5. თქვენი აზრით სმენადი ( პოპულარული ) მუსიკა ყოველთვის მაღალმხატვრულია?













1.       4 4444


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










შეკითხვები
ვ-მ-ვ

ეხმარება მოსწავლეს წინარე ცოდნის დადგენაში და მცდარი შეხედულებების
განსაზღვრაში.

 ჩანაწერები კვლევის პროცესში. საკვანძო კითხვები.
ვენის დიაგრამა.
 ეხმარება მოსწავლეს სწავლის პროცესის გაანალიზებაში,
კავშირების დადგენაში,
პროცესის თვითმონიტორინგში.
ვ-მ-ვ.
სიმღერის შესრულება.
პრეზენტაცია
მასალის გაგებაში და სხვადასხვა
უნარ-ჩვევების ათვისების ხარისხის დადგენაში
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
წინარე ცოდნის და მიმართულების მიცემის დასადგენად გამოვიყენებ გამოკითხვას პროექტის დასაწყისში. პროექტის შუაში  პროექტის რუბრიკას, ჩანაწერებს კვლევის პროცესში, ვენის დიაგრამას შედარებისათვის, პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევს, როგორც შუაში, ისე საბოლოო შეფასებისათვის.  ცხრილებს და დიაგრამებს. პრეზენტაციის დასრულებამდე თანაკლასელთა და მასწავლებლის უკუკავშირს შეფასების დასაფიქსირებლად . პრეზენტაციას  და პრაქტიკული დავალებების   ქულობრივ  შეფასებას.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებმა იციან რესპოდენტთან ურთიერთობა, დიალოგის წარმართვა .იცნობენ და აანალიზებენ გარკვეული ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს ,შეუძლიათ გარკვეული სიმღერების შესრულება, სხვადასხვა მუსიკალური პროგრამების და ტექნიკური საშუალებების გამოყენება. იციან საოფისე პროგრამების გამოყენება, როგორიცაა  word.  poverpoint.
სასწავლო პროცედურები

პროექტორის გამოყენებით მოსწავლეებს მივაწოდებ მიმართულების მიმცემი კითხვების პრეზენტაციას .გამოვიყენებ ცოდნის შესამოწმებლად ვ-მ-ვ   აქტივობის  I  და      II გრაფებს, რომლითაც დავადგენ როგორც წინარე ცოდნას, ასევე მოსწავლეთა სურვილებს და მიზნებს, ხოლო მესამე გრაფას შეავსებენ პროექტის დასრულების შემდეგ, რომელსაც შეადარებენ დასაწყისში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მუსიკალური ნაწარმოებია მათი აზრით პოპულარული. პროექტის შემდეგ ეტაპზე გადასვლისათვის მოსწავლეები შექმნიან ჯგუფებს. ამისათვის დავწერ ბარათებზე ნაცნობი სიმღერის  ტექსტს და მისამღერს, ბარათებს ჩავყრი ყუთში. მოსწავლეები ბრმად ამოიღებენ ბარათებს და მოძებნიან მათი ტექსტის შესაბამისი ტექსტის ნაწყვეტს,  რომლის მფლობელიც მისი პარტნიორი იქნება.  დაწყვილების შემდეგ მოსწავლეები  გაინაწილებენ როლებს. კერძოდ , ერთი ჯგუფი იმუშავებს ბროშურის შექმნაზე, ხოლო მეორე- შეიმუშავებს კითხვარს სოციოლოგიური კითხვის ჩასატარებლად, რომელსაც დაბეჭდავენ და გააკეთებენ ქსეროასლებს  რესპოდენტთა გამოსაკითხად. შეარჩევენ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს 10 წლიდან ზევით 5 წლის ინტერვალით.
მოსწავლეები გამოკითხავენ 10-10  რესპოდენტს ინდივიდუალურად, ინფორმაციას გააცნობენ ერთმანეთს, შედეგებს დაახარისხებენ და  მასწავლებელს მიაწოდებენ გამოვლენილ მუს. ნაწარმოებზე ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით.
გამოიკვეთება როგორც პოპულარული მუსიკა, ასევე ის ტექნიკური საშუალებები, რითაც უსმენენ, ავრცელებენ და ინახავენ საყვარელ მელოდიას.
მასწავლებლის მიერ დასმული კითხვის შემდეგ ( თქვენი აზრით პოპულარული მუსიკა ყოველთვის მაღალმხატვრულია?) მოსწავლეები აანალიზებენ მოძიებულ  და დახარისხებულ მონაცემებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
                      მეტი ვიზუალიზაციისათვის  მოსწავლეები მიღებულ შედეგებს განათავსებენ სხვადასხვა სახის დიაგრამებზე,
                 ყოველი წყვილი იმუშავებს ახალ დიაგრამაზე.
                 მათემატიკიდან იციან სხვადასხვა დიაგრამების აგება და გამოყენება, ამიტომ დამოუკიდებლად ააგებენ დიაგრამებს              
                 და განათავსებენ მათზე მიღებულ მონაცემებს. მასწავლებელი აფასებს  თუ რამდენად სწორად მოახდინეს
                 კვლევის შედეგების წერილობითი მონაცემების გადატანა თვალსაჩინო სქემებზე. ასევე სვამს კითხვას რა იციან                       
                 ამ მუსიკალური ნაწარმოების შესახებ ( ავტორი, შემსრულებელი, ჟანრი, შესრულების ხერხი დ. ა. შ )       
                        მოსწავლეები   გაინაწილებენ დავალებებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით..
               გამოკვეთილ მუსიკას ერთი ჯგუფი მონახავს ინტერნეტში სხვადასხვა მუსიკალური პროგრამების გამოყენებით და
             ჩაწერს აუდიო დისკზე შესწავლის მიზნით. მეორე ჯგუფი დაახასიათებს მუს. ნაწარმოებს.
                        თუკი კვლევის შედეგი ვოკალური მუსიკა გახდა, მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შეეცდებიან
              შეისწავლონ სიმღერა. ამისათვის გამოიყენებენ ყოველი საგაკვეთილო დროის 10 წუთს. სიმღერის შესასწავლად
              მათ უკვე აქვთ წინასწარ ჩაწერილი სიმღერის დისკი. სიმღერის შესწავლა-შესრულების შეფასება მოხდება იმ
              კრიტერიუმებით, რითაც ფასდება მიმდინარე საკლასო სამუშაო.
                        პროექტს დაასრულებს  პრეზენტაცია.  
               პრეზენტაციის დროს მოსწავლეები შეადარებენ მიღებულ პროდუქტს კვლევის დაწყებამდე გამოთქმულ მოსაზრებას,
              გამოთქვამენ საკუთარ დამოკიდებულებას იმის შესახებ, რამდენად სწორი წარმოდგენა აქვთ მუსიკალურ გემოვნებაზე
             



                                                                                                                                                                                                   









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
დამატებითი დროის და კითხვების მიცემა

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის მოვამზადებ მასალებს მათთვის გასაგებ ენაზე
შესაბამისი ენის მასწავლებლის, ლექსიკონის დახმარებით.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
შეასრულებს  სიმღერას საკუთარი ინტერპრეტაციით, შეისწავლის და შეასრულებს სიმღერას საკუთარი აკომპანიმენტით.  
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



No comments:

Post a Comment